top of page
  • Facebook
  • Youtube
  • Instagram
  • TikTok

რეპერტუარი

ალადინის ჯადოსნური ლამპარი

ათას ერთი ღამის, დისნეის ანიმაციის მიხედვით

ფულის შოვნის მიზნით, წვრილ ქურდობებს მიმართავს, ქალაქ აგრაბას ბაზარში, თავის განუყოფელ მაიმუნ აბუსთან ერთად. ალადინი გარედან აკვირდება სულთნის მდიდრულ სასახლეს და ოცნებობს - ერთ მშვენიერ დღეს შეხვდეს პრინცესა ჟასმინს. სულთანს უნდა მისი ქალიშვილი პრინცს გაჰყვეს ცოლად, ჟასმინს კი მხოლოდ სიყვარულით სურს დაქორწინება.

ბაბაჯანას ქოშები

იოსებ გრიშაშვილის ლექსის მიხედვით

კრივი, ამქარი, ცეკვა, მეთულუხჩეები, მექისეები...
იოსებ გრიშაშვილის მიერ აღწერილი ძველი თბილისის ერთ-ერთი სურათი სევდისმომგვრელი ემოციით, სიძველის განცდით და სიახლის მიღებით!

ბატის ჭუკი

მ. გერნეტი

სპექტაკლი 30 წელია ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის სცენაზეა. გამორჩეული წარმოდგენა, ინტერაქციის მეშვეობით გვიყვება მწყემსი მანანას, ბატის ჭუკის, ზღარბუნასა და მსუნაგი მელაკუდას ამბავს.

იავნანამ რა ჰქმნა?!

იაკობ გოგებაშვილი

იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოებში ,,იავნანამ რა ჰქმნა?!" მოთხრობილია “იავნანას” მელოდიის ემოციურ ძალაზე. იმაზე, თუ დედის ხმამ, ახლობლების ზრუნვამ და სიყვარულმა როგორ დააბრუნა ქეთო მშობლიურ გარემოში

იისფერა

იისფერა თაგუნიას ამბავი, რომელიც სამელნეში ჩავარდა. შეფერილობის გამო ვეღარ იცნეს!
თაგუნიამ კეთილი გულით თავი შეაყვარა ოთახის ბინადართ და შემდგომში კატის აგრესიისგან დაიცვა ისინი.
თუ როგორ განვითარდა მოვლენები ოთახში , ოჯახის უფროსის დაბრუნებამდე ,ამ საინტერესო ამბავზე წარმოდგენას, მხოლოდ ჩვენთან ნახავთ.

მახინჯი იხვის ჭუჭული

გარშემომყოფებისგან ზურგშექცეული მთავარი პერსონაჟი, იხვის ჭუკი მოერევა ყველანაირ შიშს, დაცინვას, უფრო მეტიც ის მის ადგილს პოულობს სამყაროში,მოიპოვებს თავისუფლებას და დაინახავს მის მშვენიერებასაც.სილამაზე განსხვავებულობაშია და ბედნიერება საკუთარი თავის პოვნაში.ეს არის სპექტაკლის ძირითადი თეზა, რომელიც ორიგინალური ფორმით, ეფექტური გამომსახველობითი ხერხებით არის მოტანილი მაყურებლამდე.

მუსიკის ჰანგები

სპექტაკლის მთავარი გმირი პატარა გოგონა საზეიმოდ ემზადება, მაგრამ მოულოდნელად ქარმა ნოტები გაფანტა და გამოაცხადებს რომ ზეიმი ვერ შედგება.
იწყება მუსიკალური ბგერების მოძიების საინტერესო პროცესი.
მზია დეიდა ბავშვების ჩართულობით გოგონას ეხმარება სადღაც მიმალული ნოტების აღმოჩენაში და სანოტო სისტემაში ადგილის მიჩენაში.

ნაბო

გიორგი იმერელი

სპექტაკლში თქვენ ნახავთ ნაბოლარა გოჭის თავგადასავალს, რომელიც ძია ტატეს დაუპატიჟებლად ესტუმრება და მის მიერ აგებულ გოგრის სახლს გემრიელად შეექცევა. ნაბოს ტატე ძია აპატიებს ცუდ საქციელს და მისცემს მასთან ერთად ცხოვრების უფლებას. გოჭი გაიჩენს მეგობრებს, თუმცა გაუჭირდება მათთან ურთიერთობა. როგორ მოერევა ნაბო მის ცუდ თვისებებს და გამოასწორებს თუ არა?

ნამცეცას შობის ზღაპარი

ჩვენ გაგაცნობთ პატარა გოგონას, რომელიც ქერის მარცვლიდან, ტიტას მსგავსი ყვავილიდან გაჩნდა. ის არასდროს შეხვედრია შობა-ახალი წლის ზღაპარს. თქვენს თვალწინ მოხდება ნამცეცას დაბადება ,რომელიც მაყურებლის ჩართულობით არაჩვეულებრივ დღესასწაულს გპირდებათ.

ოქროს წიწილა

სპექტაკლი მოგვითხრობს მტაცებელი ცხოველის, მგლის კეთილშობილურ და ჰუმანურ არსებად გადაქცევის შესახებ.
მგელი და მელაკუდა დაგეგმავენ ქურდობას სოფელში, სადაც ეგულებათ ოქროს კვერცხი, რომლიდანაც ოქროს ვარია გაჩნდება. კვერცხი მოიპარეს მაგრამ ჩანაფიქრი ვერ განახორციელეს, რადგან ვარიას მაგივრად ყვინჩილა გაჩნდა.

ოქროსფერი ძროხა

სამეფო შვეიცარული ზღაპარივითაა აწყობილი... თუმცა ამ სამეფოს ძალიან მძიმე სენი შეეყრება - მოწყენილობაა... და აი, სწორედ ერთ ასეთ ჩვეულებრივ და მოწყენილ დღეს დაიწყო ეს ამბავი.

რწყილი და ჭიანჭველა

თქვენ ნახავთ რწყილის დაჭიანჭველას თავგადასავალს,რომელიც ყველა ბავშვისთვის საყვარელი ქართული ხალხური ზღაპარია.გვასწავლის მეგობრობის,ერთგულების,მხარდაჭერის მნიშვნელოვან შეგრძნებებს.

საფრთხობელა და პატარა წერო

საოცრად კეთილშობილი მთავარი გმირი ჰყავს ზღაპარს. სადღაც სარდაფში მიგდებული,ძველი ტანსაცმლით შემოსილი კეთილი საფრთხობელა დიდი წვალებით და მონდომებით აიდგამს ფეხს და გაიჩენს მეგობრებს. მათ შორისაა პატარა წერო სახელად წეიკო, რომელმაც განსაკუთრებულად უერთგულა საფრთხობელას,დაიცვა საკუთარი ახლობლების საშინელი სამსჯავროსგან და წუწკი მელიას კბილებისგან.

სახლობანა

ელენე მაცხონაშვილი

ფიფქია და შვიდი ჯუჯა

ძმები გრიმები

ძმეგი გრიმების ზღაპარი „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ მოგვითხრობს ლამაზსა და კეთილ ფიფქიაზე, ბოროტსა და სასტიკ დედინაცვალზე, მხიარულსა და სასაცილო ჯუჯებზე, მამაც უფლისწულზე და ჯადოსნურ სარკეზე. სპექტაკლში ზღაპრის პერსონაჟები ბავშვებს სიკეთისა და ბოროტების ბრძოლის შესახებ მოუთხრობენ, სადაც როგორც ყოველთვის სიყვარული და სიკეთე იმარჯვებს.

ყველი თაგუნასთვის

ყველის ქარხანაში მომხდარი ამბავი. საწარმოში მცხოვრები, ყველისმოყვარული თაგვების სამყაროს ეწვევა ფრანგი ტურისტი - ფრუჟი ლაგრანჟე, რომელიც იქ მაცხოვრებელთაგან განსხვავებული თაგუნაა. ფრუჟი მოინდომებს მათთან დაახლოებას. იგი მოირგებს ვარდისფერ სათვალეს, საიდანაც სამყარო სულ სხვა ფერში ჩანს. თუ გსურთ მოხვდეთ ამ ზღაპარში, აუცილებლად უნდა გაიცნოთ სპექტაკლის გმირები.

წითელქუდა

შარლ პერო

წითელქუდა მსოფლიოში ყველა ბავშვის საყვარელი გმირია, რომელიც მამაცურად წავიდა უღრანი ტყის გავლით, ავადმყოფი ბებოს სანახავად. ტყეში მობინადრე მსუნაგმა მგელმა სიხარბეს ვერ გაუძლო, ბებია და წითელქუდა გადასანსლა. მონადირეს და ერთგულ ცუგოს ეს ამბავი უყურადღებოდ არ გამორჩენიათ. მათ ბებიაც და წითელქუდაც უვნებლად გადაარჩინეს.

კონტაქტი

სამუშაო საათები

ორშაბათი - პარასკევი: 09:30 - 18:30

შაბათი - კვირა: 09:30 - 14:00

თბილისი: დ. აღმაშენებლის 136. 
📞 ტელ: +995 555 46 53 83

✉️ Email: puppetstbilisi@gmail.com

  • Facebook
  • Youtube
  • Instagram
  • TikTok

© 2023 Powered and secured by Outsource Tbilisi

bottom of page