top of page
რეპერტუარი

ამბავი თუ როგორ გადაარჩინა პატარა იომ თავისი სოფელი
პიესის ავტორი და რეჟისორი: იოსებ ბაკურაძე
ერთ პატარა სოფელში, რომელიც მთის ძირში იყო გაშენებული და სადაც მხოლოდ 10 კომლი ცხოვრობდა, ერთ დღეს საშიში ამბავი დაატყდათ თავს. საქმე იმაში იყო, რომ ზამთარში თოვლი არ მოდიოდა, რადგან მიწა ჯერ კიდევ თბილი იყო. სოფლის მოსახლეობა ფიქრობდა, რომ ალბათ თბილი დღეები გაგრძელდა და მალე სუსხი დაარტყავსო, მაგრამ უკვე დეკემბერი იდგა გარეთ და მიწა ისეთი თბილი იყო, ისეთი თბილი რომ ბავშვები ფეხშიშველი დარბოდნენ გარეთ...
