ქუთაისი | Puppettheatre
top of page

ქუთაისის სახელმწიფო თოჯინების თეატრი

ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი

თანამედროვე ქართული თოჯინური ხელოვნება ხალხური საწყისებიდან მომდინარეობს. ქუთაისში თოჯინური წარმოდგენების ჩვენებას, თეატრის შექმნამდეც მეტად საინტერესო ისტორია აქვს, ეზოებსა და ქუჩებში თოჯინური სანახაობები ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დასაწყისში იმართებოდა.

პირველი წარმოდგენა ქუთაისში 1946 წლის 31 დეკემბერს შედგა. მეთოჯინეებმა აკაკი ბელიაშვილის ,,თეთრი ფინია“ წარმოადგინეს. მას შემდეგ თეატრი აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას აგრძელებს. მასთან თანამშრომლობენ წარმატებული რეჟისორები,დრამატურგები,მხატვრები.
 

ქუთაისის თოჯინების თეატრში დაარსებიდან დღემდე 400 ზე მეტი სპექტაკლი დაიდგა.
 

წელს თეატრმა 76 ე სეზონი გახსნა.

  თეატრის რეპერტუარში ამჟამად 14 სპექტაკლია:

  •  ,,ნაბო“ რეჟისორი ლევან გაბრიჭიძე

  • ,,ალადინის ჯადოსნური ლამპარი“ რეჟისორი ვახტანგ ქორიძე

  • ,,წითელქუდა“ რეჟისორი ლევან გაბრიჭიძე

  • ,,ფიფქია და შვიდი ჯუჯა“  რეჟისორი: დიმიტრი ხვთისიაშვილი

  • ,,საფრთხობელა და პატარა წერო“ რეჟისორი: ეკატერინე სირაძე

  • ,,ნამცეცას შობის ზღაპარი“ რეჟისორი: ეკატერინე სირაძე

  • ,,ოქროსფერი ძროხა“ რეჟისორი : თამაზ იმნაძე

  • ,,მუსიკის ჰანგები“ რეჟისორი: ეკატერინე სირაძე

  • ,,მახინჯი იხვის ჭუკი“ რეჟისორი : ნინო მაღლაკელიძე

  • ,,ბატის ჭუკი“ რეჟისორი : ანდრო ფანცხავა

  • ,, იისფერა“ რეჟისორი : ლევან გაბრიჭიძე

  • ,,ოქროს წიწილა“ რეჟისორი: კახაბერ გოგოლაშვილი

  • ,, ბაბაჯანას ქოშები“ რეჟისორი : თამაზ იმნაძე

  • ,,ყველი თაგუნასთვის“

bottom of page