top of page
  • Facebook
  • Youtube
  • Instagram
  • TikTok

წმინდა ანტუანის სასწაული

რეჟისორი: დავით თარბა
ტექსტის ადაპტაციის ავტორი: ქეთევან სამხარაძე
თოჯინების მხატვარი: ვლადმიერ მელტცერი
კომპოზიტორი: ლევან ბაშარული
ხმის რეჟისორი: არჩილ ბურჭულაძე
გამხმოვანებელი მსახიობები:
წმინდა ანტუანი - დავით როსტომაშვილი
ვირჯინია - ლილი ხურითი
ჰორტენზია - მაია ხორნაული
გუსტავი - ნოდარ ძოწენიძე
აშილი - გიორგი ქორიძე
კიურე - ირაკლი ჩხიკვაძე
ექიმი - სანდრო კახეთელიძე
ჟოზეფი -აკო გოგელია
კომისარი - ნუკა ქევხიშვილი

მონაწილეობენ: მალხაზ გაბუნია, ვახო ჭელიძე, მარიკა ძაგნიძე, მაია მალხაზიშვილი, თამთა ბაქრაძე, გიორგი ქორიძე, სანდრო კახეთელიძე, თეა კიწმარიშვილი.

სპექტაკლის შესახებ:

რეცენზია

ახალგაზრდა რეჟისორმა დავით თარბამ ექსპერიმენტულ სპექტაკლში ,,წმინდა ანტუანის სასწაული" სწორედ მეტერლინკისთვის დამახასიათებელი მისტიკური და ზღაპრული გარემო შექმნა. მართალია პიესა დრამატული თეატრისთვის დაიწერა, მაგრამ მასში ასახული ამბები, დაუჯერებელი ისტორია ზღაპრულ-ფანტასტიკური ელემენტებითა და მისტიციზმით გაჯერებული, ძალზედ ორგანულად მოერგო თოჯინების სტილისტიკას. პიესის ფაბულა მარტივია და ის წმინდანის მიერ ჩადენილ სასწაულთან არის დაკავშირებული. მოქმედება მდიდარი ქალის, აწ უკვე გარდაცვლილის, მადმუაზელ ჰორტენზიას ოჯახში ვითარდება. ნათესავები მასთან მიდიან გამოსამშვიდობებლად. ყველა კმაყოფილია, ვინაიდან ქალმა მათ კარგი მემკვიდრეობა დაუტოვა. თითქოს ყველაფერი წესის თანახმად მიდის, მაგრამ სიტუაციას რადიკალურად ცვლის კარის ზღურბლზე ფეხშიშველი წმინდა ანტუანის გამოჩენა, რომელიც გარდაცვლილი ქალის გაცოცხლებას მოითხოვს. სცენაზე მოწყობილი, გემოვნებით მორთული დეკორაცია, მინიატიურული ნივთები, სამგლოვიარო გვირგვინები, ავეჯი, არფა, მაღალი საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ელეგანტური ტანსაცმელი, განსვენებულის ოთახში აღმართული ჯვარი, ბუტაფორიული ღრუბლები, თოვლის ფიფქები თუ თოჯინების გარეგნობა ჰარმონიულობაშია სპექტაკლის შინაარსთან, მიზანსცენებთან და თოჯინების სამოქმედო გარემოსთან.

კონტაქტი

      თბილისი: დ. აღმაშენებლის 136. 
📞 ტელ: +995 555 46 53 83

✉️ Email: puppetstbilisi@gmail.com

სამუშაო საათები

ორშაბათი - პარასკევი: 09:30 - 18:30

შაბათი - კვირა: 09:30 - 14:00

  • Facebook
  • Youtube
  • Instagram
  • TikTok

სსიპ - საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანების პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს: შპს “მონაცემთა დაცვის ოფიცერი”                                         საკონტაქტო ნომერი: 555 50 51 58                                                 ელ.ფოსტა: info@dpo.ge

bottom of page