უსახური
top of page

უსახური

ავტორი, რეჟისორი, კომპოზიტორი და მხატვარი - ნიკოლოზ საბაშვილი
მსახიობები:
თამთა ბაქრაძე, დავით ბეკოშვილი, რომან ბოგვერაძე, მალხაზ გაბუნია, გიორგი გოგიშვილი, ლევან კაციაშვილი, რამონა მიქელაძე, ნინო პაპიაშვილი, თორნიკე ფრანგიშვილი, გიორგი ღონღაძე.
ასაკობრივი კატეგორია: +18

სპექტაკლის შესახებ:

რეცენზია

ასე ქვია რეჟისორ ნიკოლოზ საბაშვილის საავტორო სპექტაკლს, რომელიც თანამედროვე საზოგადოების მანკიერი თვისებების მხილებას ექსპერიმენტული თეატრალური ფორმებით გამოხატავს. ეგზისტენციური შიში გარემომცველი სამყაროს მიმართ, სიკეთისა და ბოროტების მარადიული ჭიდილი, საზოგადოების საყოველთაო გულგრილობა და საკუთარი თავის შეცნობის, უკეთესი მომავლის ძიების დაუოკებელი სურვილი – ეს ის თემებია, რომლებიც წარმოდგენის ერთიან სიუჟეტს ქმნის. რეჟისორის კონცეფციის ორგანული ნაწილია სპექტაკლის ორიგინალური მუსიკალური და მხატვრული გაფორმება, რომლის ავტორადაც თავად ნიკოლოზ საბაშვილი გვევლინება. თოჯინების მხატვრული აგებულება მკვეთრად სცილდება დღემდე არსებული, თოჯინური სპეციფიკისათვის დამახასიათებელ და სტერეოტიპად ქცეულ პერსონაჟებს... უსახური, ინდივიდუალურ მახასიათებლებს მოკლებული თოჯინები სიმბოლურად ერთფეროვან, ზნეობრივ საყრდენს გამოცლილი თანამედროვე საზოგადოების ყოველდღიურ ყოფას გამოხატავს.

bottom of page