საქართველო
top of page

საქართველო

ინსცენირება, რეჟისურა, სცენოგრაფია – ნიკოლოზ საბაშვილის
მუსიკალური გაფორმება – თამაზ იმნაძის
მონაწილეობენ:
თეა კიწმარიშვილი, მალხაზ გაბუნია, რომან ქერქაძე, მაია მალხაზიშვილი, გიორგი ღონღაძე, თამთა ბაქრაძე, ნათია შეშაბერიძე, ნათია ხმიადაშვილი

სპექტაკლის შესახებ:

რეცენზია

მიდის, მიბაკუნებს ვირი გზაზე. ცხვირწინ თეთრი პეპელა აუფრინდება, გაეთამაშება და თვალს მიეფარება. შეუყვარდება ვირს პეპელა და გასწევს მის საძებნელად. გზად თეთრი ყვავი გადაეყრება. დაუმეგობრდება ყვავი ვირს. შეიტყობს ვირის გულისთქმას და თანაუგრძნობს, მაგრამ განუწყვეტლივ ექილიკება და ხუმრობა-ხუმრობაში მრავალ ჭეშმარიტებას წამოჰკრავენ ხელს.
ვირი და ყვავი, საქართველოს ისტორიულ გზას გადიან. ქვეყანას ხან უწვიმს და უთოვს, ხან გლოვის ზარი დგას და ხანაც საქორწინო ფერხულშია. გულში ჩამწვდომი ხალხური სიმღერებისა და „სულიკოს“ ჰანგის თანხლებით - შრომისა და ბრძოლის, ნგრევისა და შენების, სიკვდილისა და სიყვარულის გზას გადიან ვირი და ყვავი.
დამპყრობელის ჩექმით გასრესილ „სულიკოს“, ანუ თეთრ პეპელას, ყვავი ღრუბლებში ააფრენს და... „ვირი ხეზე ავა“ – ბოლოს და ბოლოს მიხვდება, რომ მხოლოდ შეუძლებელის შეძლება აზიარებს ბედნიერებას, თავისუფლებას და სიყვარულს.
ყოველივე ეს, თოჯინური ჟანრის ახლებური შემოქმედებითი ფორმით და რიტმით, ახლებური პირობითობით და გემოვნებიანი სისადავით იხილეთ სპექტაკლში ,,საქართველო’’.

bottom of page