top of page

ნისლი

ავტორი: სერგეი კოზლოვი
რეჟისორი: ნინო მაღლაკელიძე
ინსცენირების ავტორი: ნინო მაღლაკელიძე
მხატვარი: ვლადიმერ მელტცერი
მსახიობები: ნინო პაპიაშვილი, რატი ნავაძე, ხატია ხაზიური, დავით ბერიძე, თათია ბაქრაძე, ნათია ხმიადაშვილი, ლევან კაციაშვილი.
ხანგრძლივობა: 35

სპექტაკლის შესახებ:

რეცენზია

,,ნისლი“ - ასე ქვია სპექტაკლს, რომელიც რეჟისორმა ნინო მაღლაკელიძემ სერგეი კოზლოვის ორი ზღაპრის - (,,ზღარბი ნისლში“ - ,,მე რომ არ ვყოფილიყავი“) საფუძველზე განახორციელა. ინსცენირების ავტორიც თავად რეჟისორია, რომელიც ლიტერატურულ პირველწყაროსთან მიმართებაში არ მოერიდა აქტიურ ფამილარულ ჩარევებს და ცნობილი ზღაპრების ორიგინალური სცენური ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა. მოქმედება ორი მეგობრის, ზღარბისა და დათუნიას ირგვლივ ვითარდება. მეგობრები ღამე ვარსკვლავებს ითვლიან თუმცა საბოლოოდ რაოდენობაზე ვერ თანხმდებიან და ერთმანეთს ებუტებიან. ნისლიან ღამეში ზღარბი იკარგება და უღრან ტყეში სრულიად მარტო ცდილობს თავი დააღწიოს უამრავ ფათერაკს. გზის გაგანებაში შეშინებულ ზღარბს უღრანი ტყის ბინადარნი - ციცინათელები და ლოკოკინები ეხმარებიან. დასასრულს ზღარბი თავს დააღწევს უღრან ტყეს და მეგობარ დათუნიასთან ბრუნდება. წარმოდგენა ორიგინალური მხატვრული გადაწყვეტით გამოირჩევა და მეგობრობის, სიკეთის, ჰუმანიზმის მაღალზნეობრივ იდეალებს გამოხატავს. რეჟისორის კონცეფციას ორიგანულად ერწყმის სპექტაკლის მრავალფეროვანი მუსიკალური და მხატვრული გაფორმება, რომელიც ერთიანად საინტერესოა როგორც პატარა, ისე უფროსი თაობის მაყურებელთათვის.

bottom of page