ვინი პუჰი
top of page

ვინი პუჰი

რეჟისორი: ელენე მაცხონაშვილი
მსახიობები: ნათია შეშაბერიძე, მალხაზ გაბუნია, მაია მალხაზიშვილი,თეონა კიწმარიშვილი, ნათია ხმიადაშვილი, ნინო პაპიაშვილი, მარიკა ძაგნიძე, ირინე კუკულაძე.

სპექტაკლის შესახებ:

რეცენზია

ხანგრძლივობა: 40
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ანიმაციის - “ვინი - პუჰის” ორიგინალურ ინსცენირებას გვთავაზობს რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი. ამბავი მეგობრებზეა, რომლებიც ძალიან განსხვავდებიან, თუმცა უერთმანეთოდ ვერ ძლებენ. პუჰის შესახებ ისტორიები მრავალ ენაზეა ნათარგმნი. არსებობს მისი თავგადასავლების ეკრანიზაციები. ძირითადად ცნობილია უოლტ დისნეის სტუდიების ფილმები და სატელევიზიო სერიალები. დათუნია ვინის, ისევე როგორც პერსონაჟების უმეტესობას, სახელები ერგოთ მწერლის, ალან მილნის, ვაჟიშვილის — კრისტოფერ რობინ მილნის სათამაშოებისაგან. თავად ალანის ვაჟიშვილი, კრისტოფერ რობინის პერსონაჟის პროტოტიპია. “თუ არსებობს ხვალინდელი დღე, სადაც მე და შენ ერთად არ ვართ, ერთი რამ უნდა გახსოვდეს: იმაზე ძლიერი, მამაცი და გონიერი ხარ ვიდრე თავად გწამს. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მაშინაც კი, როცა შორს ვართ, მე ყოველთვის შენ გვერდით ვიქნები“ ამბობს ვინი-პუჰი. თოჯინების თეატრში პრემიერაა, რომელიც მეგობრობასა და სიყვარულზე მოუთხრობს პატარა მაყურებელს.

bottom of page