top of page
მე პატარა ქართველი ვარ

რეჟისორი: ნიკა ლუარსაბიშვილი
16.5.24, 08:00
,,მე პატარა ქართველი ვარ“ - ასე ქვია სპექტაკლს, რომელიც ჩვენს თეატრში მოწვეულმა რეჟისორმა, ნიკა ლუარსაბიშვილმა განახორციელა. წარმოდგენაში შეხვდებით საინტერესო მხატვრულ პერსონაჟებს. ერთ-ერთი მათგანი მწიგნობართუხუცესი შოთაცაა (იგივე შოთა რუსთველი), ასევე ერთი სცენა დადგმულია ილია ჭავჭავაძის ლექსის „ბაზალეთის ტბის“ მიხედვით. ჩვენი მაყურებელი შეხვდება ნაცნობ პერსონაჟებს მულტფილმიდან „კომბლე“. განსაკუთრებით აღსანიშნავია მუსიკალური გაფორმება, რომელიც ეროვნულ ფოლკლორზე და ქართულ კლასიკურ მელოდიებზეა აგებული და წამყვან თემასაც წარმოადგენს.
სპექტაკლი მოზარდ თაობას გაუღვივებს პატრიოტულ გრძნობებს, შეაყვარებს ჩვენი სამშობლოს მრავალტანჯულ წარსულს და ბედნიერი მომავლის რწმენას ჩაუსახავს.
ასაკი +6
bottom of page