6,7,8 ოქტომბერს პრემიერა ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრში
top of page

6,7,8 ოქტომბერს პრემიერა ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრში

იავნანამ რა ჰქმნა?!” ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრში

1 ოქტ. 2023

რეჟისორები : ნიკოლოზ საბაშვილი, ეკატერინე სირაძე
მხატვარი: ვახტანგ ქორიძე

მონაწილეობენ : ბაქარ დეისაძე ,ზაზა იოსებაშვილი,ავთანდილ ჩიქვილაძე , გიორგი ქართველიშვილი, სალომე დოხნაძე ,ნანა ოქროიან, თინათინ ნემსაძე,ნინო შეყლაშვილი.


,,იავნანამ რა ჰქმნა?!"

თავად ზურაბ ქართველაძეს ერთადერთი გოგონა ქეთო ფულს დახარბებულმა ლეკებმა მოსტაცეს და დაღესტანში უშვილო ნაიბს მიჰყიდეს.

პატარა ქეთოს, ნაიბისა და მისი ცოლის მზრუნველობამ მალე გადაავიწყა მშობლები და ბავშვობის შთაბეჭდილებები.

გავიდა წლები.

ზურაბი დაუღლელად ეძებდა შვილს. მაგდანი კი ჯავრისგან თითქმის დასნეულდა.

წლების შემდეგ, როცა გაიგეს მათი შვილის სამყოფელი, დაიქირავეს ხალხი და ქეთო უკან დაიბრუნეს.

მძიმე და აუტანელი გახდა ეს დაბრუნებაც!

ქეთოს აღარაფერი ახსოვდა და აკავშირებდა მშობლიურ გარემოსთან. მხოლოდ დედის ნამღერი იავნანა აღმოჩნდა ის შინაგანი მუხტი და გენის სიძლიერე, რომელიც ვერ წაშალა ვერანაირმა ძალამ.

bottom of page