top of page

1 ნოე. 2024
„ყველაზე, ყველაზე პატარა გმირი“ - ასე ქვია სპექტაკლს, რომელიც რეჟისორმა ნინო ცერცვაძემ ინგლისელი მწერლის კელი ჯორჯის ზღაპრის „ოტელ ჰარტვუდის ნამდვილი სახლის" საფუძველზე შექმნა. ნაწარმოები თავისი აგებულებით წააგავს ჰეპი-ენდისკენ მიმავალ რთულ სიუჟეტიან კლასიკურ ზღაპარს
რეჟისორის მიზანს წარმოადგენს მოქმედება გაიშალოს ერთ კონკრეტულ ლოკალურ ადგილას, ამ შემთხვევაში სასტუმროში. სპექტაკლის მთავარი ღირსება პრობლემის მხატვრული გადაწყვეტა და დინამიურად ცვლადი სცენებია (ერთი ხის ფუღუროში). რეჟისორმა დაგვიხატა ტიპაჟთა მრავალფეროვნება სასტუმროს ბინადართა და მომსახურე პერსონალის სახით. წარმოდგენა მთლიანობაში სიკეთისა და სიყვარულის მარადიულ იდეალებს გამოხატავს და პატარა მაყურებელს უკეთესი მომავლის რწმენას უსახავს.
bottom of page




