
25 მაი. 2025
თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის სცენაზე ნიკოლოზ საბაშვილის საავტორო სპექტაკლის „მტერი“ პრემიერა გაიმართა. ესაა
თანამედროვე დრამა ადამიანურ დაპირისპირებაზე, დანაშაულსა და სიმართლის ძიებაზე. მასში მონაწილეობენ როგორც პროფესიონალი მსახიობები, ისე თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები.
შერეული პლანის სპექტაკლი არაერთი მხატვრული ხერხით გამოირჩევა და ის აერთიანებს გამომსახველობითი საშუალებების არაერთ ხერხს, რომელიც ქმნის ჰარმონიულ, ეფექტურ ვიზუალს, რაც უფრო ცხადს ხდის სპექტაკლის სიუჟეტს და სათქმელს. რა ხდება, როცა უდანაშაულო ადამიანი სისტემატური ბულინგის მსხვერპლიდან მონსტრად გარდაიქმნება? - ნიკოლოზ საბაშვილის არავერბალურ სპექტაკლში სიტყვების ნაცვლად მთავარი როლი გამომსახველობითობას ენიჭება და მოგვითხრობს ამბავს ადამიანურობაზე, ტკივილზე, ძალადობასა და მის შედეგებზე. მოზარდებისთვის ესაა შესაძლებლობა, უკეთ გაიაზრონ ბულინგის პრობლემა და თავიანთი თავი განსხვავებული კუთხით დაინახონ.




