top of page
  • Facebook
  • Youtube
  • Instagram
  • TikTok

„ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი“ - პრემიერა
თბილისის თოჯინების თეატრში

4 თებ. 2024

3 და 4 თებერვალს თბილისის თოჯინების თეატრში პატარა მაყურებელმა ზურგზე მიმაგრებული პროპელერიანი კაცუნასა და მარტოსული ბიჭუნა სვანტეს ძალიან სასაცილო, დაუვიწყარი ამბები იხილა.

შვედი საბავშვო მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის მიხედვით დადგმული სპექტაკლი ,,კარლსონი" სახურავის ბინადარ კარლსონისა და მარტოსული ბიჭის მხიარულ მეგობრობაზე მოგვითხრობს.

რეჟისორ ელენე მაცხონაშვილის სპექტაკლიდან გავიგებთ, თუ რა ხდება ბავშვების ცხოვრებაში მანამ, სანამ უფროსებს არ სცალიათ; როგორ ჩნდებიან თუნდაც გამოგონილი და უცნაური მეგობრები პატარების ცხოვრებაში და როგორი ფერადი და თავგადასავლებით სავსე ხდება ეს დღეები მათსავე წარმოსახვაში.

კონტაქტი

სამუშაო საათები

ორშაბათი - პარასკევი: 09:30 - 18:30

შაბათი - კვირა: 09:30 - 14:00

თბილისი: დ. აღმაშენებლის 136. 
📞 ტელ: +995 555 46 53 83

✉️ Email: puppetstbilisi@gmail.com

  • Facebook
  • Youtube
  • Instagram
  • TikTok

© 2023 Powered and secured by Outsource Tbilisi

bottom of page