top of page
  • Facebook
  • Youtube
  • Instagram
  • TikTok

წინასაახალწლო საჩუქარი ქუთაისელ ბავშვებს

18 დეკ. 2025

20 და 21 დეკემბერს პრემიერაა! ქუთაისის თოჯინების თეატრის სცენა გამოგზაურებთ
„საოცრებათა ქვეყანაში“.

ცისფერ კაბაში გამოწყობილი გოგონა მაყურებელს გაუძღვება გასაოცარ სამყაროში, სადაც რეალობა და სიზმარი ერთმანეთში იკვეთება, პერსონაჟები უცნაური კანონებით ცხოვრობენ და ყოველი შეხვედრა ახალ გამოცდად გარდაიქმნება. ცოცხალი ვიზუალური გადაწყვეტით ,თოჯინებთან სინთეზით მოთხრობილი ისტორია მოზარდებს მეგობრობის, სიმამაცისა და საკუთარი თავის პოვნის მნიშვნელობას ასწავლის, უფროსებს კი ბავშვობის დაუვიწყარ, ზღაპრულ სამყაროს ახსენებს.

სპექტაკლი შექმნილია ლუის კეროლის ზღაპრის — „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ — მიხედვით.

მაყურებლის ასაკი 7+

კონტაქტი

      თბილისი: დ. აღმაშენებლის 136. 
📞 ტელ: +995 555 46 53 83

✉️ Email: puppetstbilisi@gmail.com

სამუშაო საათები

ორშაბათი - პარასკევი: 09:30 - 18:30

შაბათი - კვირა: 09:30 - 14:00

  • Facebook
  • Youtube
  • Instagram
  • TikTok

სსიპ - საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანების პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს: შპს “მონაცემთა დაცვის ოფიცერი”                                         საკონტაქტო ნომერი: 555 50 51 58                                                 ელ.ფოსტა: info@dpo.ge

bottom of page