top of page

14 იან. 2026
შემოქმედებითი კავშირი-საქართველოს თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური პრემია ,,წლის საუკეთესო ნამუშევარი“ მიენიჭა ნიკოლოზ საბაშვილს სპექტაკლისთვის ,,ჯაყოს ხიზნები"
ნიკოლოზ საბაშვილის ,,ჯაყოს ხიზნები", რომელიც მიხეილ ჯავახიშვილის რომანის ახლებური ვერსიაა, საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებაში შემავალი ოთხი თეატრის ერთობლივი წარმოდგენაა.
წარმოდგენაში მონაწილეობენ თბილისის, ბორჯომის, ახალციხისა და ქუთაისის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების მსახიობები: დავით ბერიძე, აბელ სოსელია, მარიამ ლომიძე, თეა კიწმარიშვილი, თათია ბაქრაძე, რამონა მიქელაძე, მიხეილ ბერიძე, ოთარ ფადარაშვილი.
bottom of page




