top of page
  • Facebook
  • Youtube
  • Instagram
  • TikTok

თოჯინების თეატრალური ფესტივალი BIPTF 2025

5 ნოე. 2025

ბათუმის საერთაშორისო თოჯინების თეატრალური ფესტივალი BIPTF 2025 - ოფიციალურად გაიხსნა და 10 ნოემბერს დაჯილდოების ცერემონიალით დაიხურება. ფესტივალი ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა სპექტაკლით „პლატონი“ გახსნა.

გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის კულტურის სამინისტროს, თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლები, ფესტივალის მონაწილეები და მოწვეული სტუმრები.

ღონისძიების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილემ, ლადო მგალობლიშვილმა წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მსგავსი ფესტივალები ხელს უწყობენ კულტურული გარემოს გამრავალფეროვნებას და რეგიონის პოპულარიზაციას.

ფესტივალის პროგრამა მოიცავს - თეატრალურ წარმოდგენებს, მასტერკლასებსა და შემოქმედებით შეხვედრებს მოწვეული საერთაშორისო სპეციალისტების მონაწილეობით. ფესტივალში მონაწილეობენ საფრანგეთის, ჩეხეთის, მოლდოვას, თურქეთის და უზბეკეთის თეატრალური დასები.

ბათუმის საერთაშორისო თოჯინების თეატრალური ფესტივალი ყოველწლიურად იმართება და მიზნად ისახავს საქართველოში თოჯინური თეატრის განვითარების ხელშეწყობას, საერთაშორისო შემოქმედებითი კავშირების გაძლიერებას და ქართული თოჯინური ხელოვნების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე.

კონტაქტი

      თბილისი: დ. აღმაშენებლის 136. 
📞 ტელ: +995 555 46 53 83

✉️ Email: puppetstbilisi@gmail.com

სამუშაო საათები

ორშაბათი - პარასკევი: 09:30 - 18:30

შაბათი - კვირა: 09:30 - 14:00

  • Facebook
  • Youtube
  • Instagram
  • TikTok

სსიპ - საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანების პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს: შპს “მონაცემთა დაცვის ოფიცერი”                                         საკონტაქტო ნომერი: 555 50 51 58                                                 ელ.ფოსტა: info@dpo.ge

bottom of page