top of page
  • Facebook
  • Youtube
  • Instagram
  • TikTok

თბილისის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის პირველი გასტროლი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში

30 ოქტ. 2025

თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა, ჩინეთში, კუანგტუნგის პროვინციის ქალაქ შენჭენში, ლუნგმას თეატრალური საზოგადოების კულტურულ ცენტრში, წარადგინა რეჟისორ ნიკოლოზ საბაშვილის საავტორო პროექტი, არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი სპექტაკლი - „საქართველო“

ჩინეთის მხრიდან მომწვევი მხარე გახლდათ Vancy Culture (Beijing), აღნიშნული კომპანია წლებია, ჩინეთში და სხვადასხვა ქვეყნებში, აქტიურად ახორციელებს მსოფლიო დონის სახელოვნებო პროექტებს.

სპექტაკლები გაიმართა ლუნგმას თეატრალური საზოგადოების კულტურულ ცენტრში, შენჭენთან მდებარე სამასწლიანი ისტორიის მქონე დასახლების ადგილას, 2008 წელს დაარსებულ თანამედროვე სივრცეში, სადაც შექმნილია უნიკალური თეატრალური და კულტურული ეკოსისტემა, რომლის მთავარი მიზანიც თანამედროვე ჩინური თეატრის განვითარებაა.

თეატრალურ დასს უმასპინძლა ცნობილმა ჩინელმა მსახიობმა და ლუნგმას თეატრალური საზოგადოების შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, რეჟისორმა და პროდიუსერმა, ბატონმა ჭანგ კუოლიმ, პირადად დაათვალიერებინა სივრცე და ჩინეთის ტრადიციული ჩრდილების თეატრის კოლექცია.

30 ნოემბერს ბატონ ჭანგ კუოლის ინიციატივით გაიმართა დიალოგი ნიკოლოზ საბაშვილთან, მთავარი თემით: „საქართველოს თოჯინების და ჩინეთის ჩრდილების თეატრების გაძლიერებული სიცოცხლისუნარიანობა მდგრადობის განმტკიცება მარგინალურ პირობებში.“

ქართული მხრიდან პროექტის მხარდამჭერები გახლდათ: საქართველოს კულტურის სამინისტრო, საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში Georgia in China, ჩინეთ-საქართველოს შორის კულტურული გაცვლების მხარდამჭერი კომპანია სილქედვაის ჯგუფი, ბაზისბანკი, ფრანი და უნიმა საქართველო.

კონტაქტი

      თბილისი: დ. აღმაშენებლის 136. 
📞 ტელ: +995 555 46 53 83

✉️ Email: puppetstbilisi@gmail.com

სამუშაო საათები

ორშაბათი - პარასკევი: 09:30 - 18:30

შაბათი - კვირა: 09:30 - 14:00

  • Facebook
  • Youtube
  • Instagram
  • TikTok

სსიპ - საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანების პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს: შპს “მონაცემთა დაცვის ოფიცერი”                                         საკონტაქტო ნომერი: 555 50 51 58                                                 ელ.ფოსტა: info@dpo.ge

bottom of page