top of page
  • Facebook
  • Youtube
  • Instagram
  • TikTok

თბილისის თოჯინების თეატრი 90 წლისაა!

26 მაი. 2024

ვულოცავთ თითოეულ მაყურებელს, თეატრის მეთოჯინეს, მსახიობსა და რეჟისორს, ტექნიკურ პერსონალს, ჩვენი თეატრის ყველა გულშემატკივარს ამ დღეს.

რადგან ჩვენი თეატრი ყველაზე ემოციურ, სწრაფად მზარდ და ცვლად აუდიტორიას - ბავშვებს ემსახურება, ამიტომ ჩვენც მუდმივი განვითარების პროცესს განვიცდით. რაც მთავარია, გვაქვს სურვილი და მზაობა იმისთვის, რომ ბავშვებისა თუ მოზრდილებისთვის ვიყოთ მიმზიდველი, საინტერესო და მუდამ აქტუალური. ვცდილობთ, წარმოვადგინოთ კეთილი სიუჟეტის, გემოვნებიანი მუსიკის, უნიკალური შემსრულებლებისა და გასაოცარი თოჯინების სინთეზი, რადგან გაცნობიერებული გვაქვს ჩვენი მიზანი- გავზარდოთ გემოვნებიანი და ინტელექტუალი მაყურებელი.

გვეწვიეთ! აქ გათამაშებული ყველა სპექტაკლი, ისევე როგორც ყველა ზღაპარში, სიკეთისა და სიყვარულის გამარჯვებით სრულდება.

კონტაქტი

      თბილისი: დ. აღმაშენებლის 136. 
📞 ტელ: +995 555 46 53 83

✉️ Email: puppetstbilisi@gmail.com

სამუშაო საათები

ორშაბათი - პარასკევი: 09:30 - 18:30

შაბათი - კვირა: 09:30 - 14:00

  • Facebook
  • Youtube
  • Instagram
  • TikTok

სსიპ - საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანების პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს: შპს “მონაცემთა დაცვის ოფიცერი”                                         საკონტაქტო ნომერი: 555 50 51 58                                                 ელ.ფოსტა: info@dpo.ge

bottom of page