top of page
9 ოქტ. 2024
თბილისის სახელმწიფო თოჯინების თეატრი 90-ე სეზონს პრემიერით ხსნის. ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლში ,,მონოგამები" მოქმედება სოხუმის დაცემის პარალელურად მიმდინარეობს.
სპექტაკლი ,,მონოგამები”, რომლის დრამატურგი, რეჟისორი, სცენოგრაფი და მუსიკალური გამფორმებელი ელენე მაცხონაშვილია, ერთი წყვილის ლაღ, თავგადასავლებითა და შემთხვევითობით აღსავსე სიყვარულის ისტორიას გვიყვება. მოქმედება სოხუმში ხდება, რაც სიუჟეტის დრამატულ ხაზს ამძაფრებს. ნაჩვენებია, როგორები არიან ადამიანები და როგორია მათი ცხოვრება ომამდე, ომის დროს და ომის შემდეგ.
სამი თოჯინა და ექვსი მსახიობი სცენიდან ომის სისასტიკესა და სიცოცხლით ტკბობაზე გვიყვება.
bottom of page