12 სექ. 2023
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ელენე მაცხონაშვილის სპექტაკლი ,,სიზმარში დაკრეფილი ყვავილები,, რომელიც სპეციალურად ფესტივალისთვის მომზადდა
11 სექტემბერს გურჯაანის თოჯინების სახელმწიფო თეატრმა ბათუმის თოჯინების თეტრალურ ფესტივალზე პრემიერა ითამაშა. სპექტაკლის ,,სიზმარში დაკრეფილი ყვავილები,, რეჟისორი, სცენოგრაფი და მუსიკალური გამფორმებელი - ელენე მაცხონაშვილია, ხოლო თოჯინებისა და კოსტიუმების მხატვრობა ვახტანგ ქორიძეს ეკუთვნის. სპექტაკლში მონაწილეობენ - თამარ გოგიაშვილი, თიკო ჯანაშვილი , ნოდარი გაფრინდაშვილი და თავად ელენე მაცხონაშვილი.
სპექტაკლი მოგვითხრობს სნეული ბავშვების - ტომისა და ემის ამბავს, მათ რთულ, ლაბირინთებით აღსავსე ცხოვრებაზე, მაგრამ მთავარი ისაა,რომ ყველაფერი სასიხარულოდ მთავრდება. ეს სპექტაკლი არის მეგობრობაზე, მიზანდასახულობაზე, იმედზე.
„სიზმარში დაკრეფილი ყვავილები“ გარკვეულ იმედსა და რწმენას მისცემს სნეულ ბავშვებსა და მათ მშობლებს. სპექტაკლი დააჯერებს მათ, რომ მრავალი უბედურების მიუხედავად, ამქვეყნად არსებობს მეგობრობა, ერთგულება და, რაც მთავარია, სასწაულები.