top of page
  • Facebook
  • Youtube
  • Instagram
  • TikTok

გურჯაანის თოჯინების თეატრში პრემიერა გაიმართა

5 აპრ. 2024

სპექტაკლში ,,ზღაპრული ძროხა" სიუჟეტი ვითარდება ერთ-ერთ სამეფოში, რომელსაც ღმერთმა თავისი მადლი უხვად დააბერტყა. ყველაფერი თვალწარმტაცი და ზღაპარული იყო, სანამ ამ სამეფოს ძალიან მძიმე სენი - მოწყენილობა არ შეეყარა.

ამ სენით,მოწყენილობით იყო ავად მეფის ასულიც, რომელსაც არც ერთი წამალი არ კურნავდა, სანამ მათ სამეფოს ოქროსფერი ძროხა არ ესტუმრა...

თუ თქვენც მოიწყენთ, მაშინ მოდით ჩვენს თეატრში ანცი, ონავარი და ზღაპრული ძროხის სანახავად, რომელიც აუცილებლად გაგახარებთ და გაგაბედნიერებთ.

სპექტაკლის ,,ზღაპრული ძროხა" რეჟისურა, ინსცენირება, მუსიკალური გაფორმება და სცენოგრაფია თამაზ იმნაძეს ეკუთვნის.

მხატვარი ვახტანგ ქორიძეა. წარმოდგენაში დაკავებულნი არიან მსახიობები: ნოდარ გაფრინდაშვილი, თამარ გორხელაშვილი, თამარ გოგიაშვილი, თიკო ჯანაშვილი, ცირა ხანიაშვილი, მარიამ მაისურაძე და ნინი დვალიშვილი.

კონტაქტი

      თბილისი: დ. აღმაშენებლის 136. 
📞 ტელ: +995 555 46 53 83

✉️ Email: puppetstbilisi@gmail.com

სამუშაო საათები

ორშაბათი - პარასკევი: 09:30 - 18:30

შაბათი - კვირა: 09:30 - 14:00

  • Facebook
  • Youtube
  • Instagram
  • TikTok

სსიპ - საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანების პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს: შპს “მონაცემთა დაცვის ოფიცერი”                                         საკონტაქტო ნომერი: 555 50 51 58                                                 ელ.ფოსტა: info@dpo.ge

bottom of page