top of page

განახლებული ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრი საზეიმოდ გაიხსნა

12 მარ. 2024

განახლებული ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი საზეიმოდ გაიხსნა ერეკლე დეისაძის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლით „გემრიელად მიირთვით“.

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრთან ერთად, ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი, მაჟორიტარი დეპუტატი, ანტონ ობოლაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვარდიაშვილი და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, ასევე, თოჯინების სახელმწიფო თეატრების გაერთიანების სამხატვრო ხელმძღვანელი, ნიკოლოზ საბაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დეკანოზი ნიკოლოზ აბრამაშვილი და მოწვეული სტუმრები.

თეატრის შენობა კულტურის სამინისტროსა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით 2023 წელს გარემონტდა, მოეწყო კაფე და განახლდა დარბაზი.



bottom of page