top of page

1 ივნ. 2025
ფესტივალის ფარგლებში პოლონელი მსახიობები რადომირ ბახარი და ჯულია გლენი 2 მაისს წარმოადგენენ სპექტაკლს ,,ქლიავი,პლიუს”.
რა ხდება წყლის ქვეშ და რა ხდება მის ზემოთ? ასე რა ხმაურობს და რა შრიალებს?
რა იძირება და რა ტივტივებს? საიდან მოდიან მედუზები და რას მალავენ ნიჟარები?
ყოველდღიური ნივთები და სიტუაციები ახალ მნიშვნელობას იძენს, როცა მას პირველად ნახვის სიხარულით, ბავშვის თვალებით შევხედავთ.
მომხიბვლელია მათი ხმები, ფორმები და ფერები.
წარმოდგენის ორშრიანი თხრობა საშუალებას აძლევს როგორც ბავშვებს, ასევე მშობლებს, ამოიკითხონ და შეიგრძნონ სიმბოლოები და გამოსახულებები.
კონცეფცია ეკუთვნის ჯულია გლენის,
ქორეოგრაფია: რადომირ ბახარი
რეჟისორი: ჯულია გლენი, რადომირ ბახარი
bottom of page