20 სექ. 2024
23 სექტემბრიდან ბათუმის მეორე საერთაშორისო თოჯინების თეატრალური ფესტივალი იწყება. საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია 14 სპექტაკლის ჩვენება, აქედან 4 არასაკონკურსოა.
ბათუმის მეორე საერთაშორისო თოჯინების თეატრალურ ფესტივალი ნიკოლოზ საბაშვილისა და ირაკლი კიკვაძის სპექტაკლით „ოჯახით“ გაიხსნება.
ფესტივალის ფარგლებში ოთხი დღის განმავლობაში დაგეგმილია 14 სპექტაკლის ჩვენება, ასევე სხვადასხვა ლოკაციაზე მასტერკლასები და სემინარები უნდა გაიმართოს.
წელს ფესტივალის მასშტაბები გაიზარდა და ქართულ დასებთან ერთად 6 უცხოური დასი იქნება წარმოდგენილი. გამარჯვებულები 7 ნომინაციაში 5 წევრიანმა ჟიურიმ უნდა გამოავლინოს.
სპექტაკლების ჩვენება ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა პროფესიულ თეატრში გაიმართება, სადაც დასწრება უფასო, ადგილები კი შეზღუდულია.