top of page
  • Facebook
  • Youtube
  • Instagram
  • TikTok

გურჯაანის თოჯინების თეატრი მაყურებელს განახლებულ სივრცეში უმასპინძლებს

29 დეკ. 2025

ახლად რეაბილიტირებული გურჯაანის თოჯინების სახელმწიფო თეატრი სპექტაკლ “თოვლის დედოფლის“ პრემიერით გაიხსნა

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, მიმდინარე წელს დასრულდა თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი - კეთილმოეწყო თეატრის პარტერი; ნაწილობრივ შეიცვალა სასცენო განათება და პარტერში განახლდა იატაკის საფარი; შეიცვალა ელექტროგაყვანილობის სისტემა; მოწესრიგდა სველი წერტილები; კოსმეტიკური სამუშაოები ჩატარდა თეატრის 2 სართულზე.

თეატრის გახსნის ღონისძიებას კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე პლატონ კალმახელიძე, გურჯაანის მერი გიორგი მაჭავარიანი, საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანების დირექტორი ნიკოლოზ საბაშვილი ესწრებოდნენ.

თეატრში ეტაპობრივი სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 2023 წლიდან მიმდინარეობს. სამი სეზონის განმავლობაში თეატრი გასვლით წარმოდგენებს მართავდა, 2026 წლიდან კი, გურჯაანის თოჯინების თეატრი მაყურებელს განახლებულ სივრცეში უმასპინძლებს.

“მინდა, გურჯაანელებს მივულოცო თოჯინების თეატრის შენობის აღდგენა. ეს არის მცირედი, რაც ამ ეტაპზე შევძელით. დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. დიდი გეგმები გვაქვს და ვიმედოვნებ, რომ მომდევნო წლებში გურჯაანში უფრო მეტი სახელოვნებო სივრცე გაჩნდება", - განაცხადა თინათინ რუხაძემ.

გურჯაანის თოჯინების თეატრი საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებაშია.

კონტაქტი

      თბილისი: დ. აღმაშენებლის 136. 
📞 ტელ: +995 555 46 53 83

✉️ Email: puppetstbilisi@gmail.com

სამუშაო საათები

ორშაბათი - პარასკევი: 09:30 - 18:30

შაბათი - კვირა: 09:30 - 14:00

  • Facebook
  • Youtube
  • Instagram
  • TikTok

სსიპ - საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანების პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს: შპს “მონაცემთა დაცვის ოფიცერი”                                         საკონტაქტო ნომერი: 555 50 51 58                                                 ელ.ფოსტა: info@dpo.ge

bottom of page