top of page

,,ო - ჯახი” - ბათუმის საერთაშორისო თოჯინების თეატრალური ფესტივალის II სეზონი - სპექტაკლის პრემიერით დაიწყო

23 სექ. 2024

ბათუმის საერთაშორისო თოჯინების თეატრალური ფესტივალის II სეზონი - სპექტაკლის პრემიერით დაიწყო. „ო - ჯახი,“ მოგვითხრობს იმ ადამიანების შესახებ, სადაც ყოველდღიური ცხოვრება ერთფეროვანია. ამ დაწესებულ ჩარჩოებსა და დოგმებს კი ცვლის გოგონა, რომელიც მიუღებლობის ყველანაირ ზღვარს არღვევს.

პიესის ავტორები: ნიკოლოზ საბაშვილი, ირაკლი კიკვაძე

სცენოგრაფი, მუსიკის ავტორი - ნიკოლოზ საბაშვილი

მხატვარ - შემსრულებელი - გიორგი გოგიტიძე

კოსტიუმების მხატვარი - დავით ტაკიძე

ხმის რეჟისორი - ლევან ხაზიური

რეჟისორის თანაშემწე - ირაკლი იორამაშვილი

მონაწილეობენ:

სალომე ცაგურია

რევაზ ხოფერია

დიანა ჩახუნაშვილი (მოწვეული მსახიობი)

მარიამ გველესიანი

(ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, დრამისა და კინოს სამსახიობო სპეციალობის III კურსის სტუდენტი

ნოდარ სამთელაძე)

(ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, დრამისა და კინოს სამსახიობო სპეციალობის III კურსის სტუდენტი)

ანოტაცია

ფილოსოფიური მასშტაბით განზოგადოებული ამბავი გვაფიქრებს მნიშვნელოვან თემებზე და ამავდროულად გვთავაზობს სანახაობრივად დატვირთულ წარმოდგენას.

სპექტაკლის მხატვრობა გვამოგზაურებს იქ, სადაც იშლება ზღვარი რეალობასა და ირეალურს შორის და გვიქმნის შთაბეჭდილებას „მხატვრის თეატრის“ ელემენტების. მოვლენათა რიგის ცვალებადობა ქმნის სპექტაკლის დინამიკას. მსახიობების პლასტიკა, გამომსახველობითი ოსტატობა, თამაშის ხერხი, ორიგინალური მუსიკა და რეჟისორის კონცეფციის ერთობლიობა გვთავაზობს დაუვიწყარ სანახაობას.”

სარეკომენდაციო ასაკი: 10+

bottom of page