top of page
  • Facebook
  • Youtube
  • Instagram
  • TikTok

,,მოჩვენება"- თბილისის თოჯინების თეატრი სეზონს პრემიერით ხსნის

22 სექ. 2025

თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი პატარა მაყურებელს მორიგ პრემიერას სთავაზობს

„მოჩვენება“ ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც ბორის აპრილოვის ლიტერატურული პირველწყაროს საფუძველზე რეჟისორმა ნინო დავითაშვილმა განახორციელა.

 

ორიგინალური პიესის მიხედვით შექმნილი სპექტაკლი სიკეთისა და სიყვარულის მარადიულ იდეალებს გამოხატავს. სანახაობითად მრავალფეროვანი წარმოდგენა კიდევ ერთხელ გამოგზაურებთ ზღაპრების ფერადოვან ლაბირინთებში, სადაც სიკეთისა და ბოროტების კონტრასტული დაპირისპირება სიკეთის უპირობო გამარჯვებით სრულდება.

 

სპექტაკლი მეტად სახალისო ტონალობაშია გადაწყვეტილი და ოთხი მეგობრის ურთიერთობას შეეხება. წარმოდგენის მესვეურები ბავშვებს შეიყვანენ მიმზიდველ და აზარტულ სიტუაციაში, სადაც ერთი ონავარი მეგობრის ოინი ემსახურება დანარჩენთა შიშის დაძლევას. დადგმა მდიდარია მხატვრული სახეებით და სარეჟისორო გადაწყვეტის ორიგინალობით, სადაც მაყურებელს ინტერაქტიული ჩართულობის შესაძლებლობა ექნება.

 

ასაკი : 5+

კონტაქტი

      თბილისი: დ. აღმაშენებლის 136. 
📞 ტელ: +995 555 46 53 83

✉️ Email: puppetstbilisi@gmail.com

სამუშაო საათები

ორშაბათი - პარასკევი: 09:30 - 18:30

შაბათი - კვირა: 09:30 - 14:00

  • Facebook
  • Youtube
  • Instagram
  • TikTok

სსიპ - საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანების პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს: შპს “მონაცემთა დაცვის ოფიცერი”                                         საკონტაქტო ნომერი: 555 50 51 58                                                 ელ.ფოსტა: info@dpo.ge

bottom of page