top of page
  • Facebook
  • Youtube
  • Instagram
  • TikTok

,,მე პატარა ქართველი ვარ!"-პრემიერა თბილისის თოჯინების თეატრში

30 აპრ. 2024

,,მე პატარა ქართველი ვარ“ - ასე ქვია სპექტაკლს, რომელიც ჩვენს თეატრში მოწვეულმა რეჟისორმა, ნიკა ლუარსაბიშვილმა წარმოადგინა. სპექტაკლი დაფუძნებულია ქართულ ხალხურ ზღაპრებსა და მითებზე. უხვადაა გამოყენებული ქართული კლასიკური პოეზიის ნიმუშები.

სპექტაკლის საინტერესო პერსონაჟებს შორის ერთ-ერთი მწიგნობართუხუცესი შოთაცაა (იგივე შოთა რუსთველი), ასევე ერთი სიუჟეტური ხაზი ვითარდება ილია ჭავჭავაძის ლექსის „ბაზალეთის ტბა“ მიხედვით. ჩვენი მაყურებელი შეხვდება ნაცნობ პერსონაჟებს მულტფილმიდან „კომბლე“. განსაკუთრებით აღსანიშნავია მუსიკალური გაფორმება, რომელიც ეროვნულ ფოლკლორსა და ქართულ კლასიკურ მელოდიებზეა აგებული და წამყვან თემასაც წარმოადგენს.სპექტაკლი მოზარდ თაობას გაუღვივებს პატრიოტულ გრძნობებს, შეაყვარებს ჩვენი სამშობლოს მრავალტანჯულ წარსულს და ბედნიერი მომავლის რწმენას ჩაუსახავს.

ასაკი: 6+

მსახიობები: ლევან კაციაშვილი,დათო ბერიძე, თამთა ბაქრაძე, მარიკა ძაგნიძე

კონტაქტი

      თბილისი: დ. აღმაშენებლის 136. 
📞 ტელ: +995 555 46 53 83

✉️ Email: puppetstbilisi@gmail.com

სამუშაო საათები

ორშაბათი - პარასკევი: 09:30 - 18:30

შაბათი - კვირა: 09:30 - 14:00

  • Facebook
  • Youtube
  • Instagram
  • TikTok

სსიპ - საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანების პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს: შპს “მონაცემთა დაცვის ოფიცერი”                                         საკონტაქტო ნომერი: 555 50 51 58                                                 ელ.ფოსტა: info@dpo.ge

bottom of page