მძინარე მზეთუნახავი
ინსცენირების ავტორი რეჟისორი და მხატვარი - ვახტანგ ქორიძე
კომპოზიტორი - შალვა მაცხონაშვილი
რეჟისორის ასისტენტი - მაია მოდებაძე
მონაწილეობენ: ლიანა გელაშვილი, მაია თორდუა, მიხეილ ბერიძე, თამაზი კუჭაძე, ლექსო ჩემია, ცირა ტაბატაძე, მარინე მამულაიძე
სპექტაკლის შესახებ:
ამბავი, რომელიც სპექტაკლში ცოცხლდება ერთ ულამაზეს პრინცესას ცხოვრებაზეა, იგი ცხრა ზღვასა და ცხრა მთას იქით დაიბადა.
პრინცესა, ბოროტი ჯადოქარი მალეფისენტას საშინელი წყევლის მსხვერპლი გახდა. ის უბრალო თითზე ნაჩხვლეთის გამო მარადიულ ძილს მიეცა. მხოლოდ ნამდვილი სიყვარულის კოცნას შეეძლო მისი გაღვიძება...
თუ გაინტერესებთ, როგორ განვითარდა მოვლენები, როგორ უერთგულეს ნამდვილმა მეგობრებმა, როგორ დაამარცხეს ბოროტება და როგორ გაიმარჯვა სიყვარულმა, მაშინ მობრძანდით, ჩვენ გელოდებით.
სპექტაკლის ხანგრძლივობა - 35 წთ.
სპექტაკლი გათვლილია 4+ ასაკის მაყურებელზე