ესმამ დაქოქა მანქანა
ავტორი - ალექს ჩიღვინაძე
რეჟისორი - ელენე მაცხონაშვილი
მხატვარი - ვახტანგ ქორიძე
ტექნიკური რეჟისორი - მაია მოდებაძე
მონაწილეობენ: მაია თორდუა, ლექსო ჩემია, ლია გელაშვილი, ანი ხუბუტია, ცირა ტაბატაძე, მიშა ბერიძე
სპექტაკლის შესახებ:
ალექსანდრე ჩიღვინაძის პიესა „ესმამ დაქოქა მანქანა“ არის გაეროს მოსახელობის ფონდის UNFPA საქართველოს ოფისის და სსიპ საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანებასთან პარტნიორობით მომზადებული საბავშვო თოჯინური სპექტაკლი. სპექტაკლი გოგოებსა და ბიჭებზეა, რომლებიც ოცნებობენ, თანასწორობისკენ მიმავალ გზაზე. სტერეოტიპებს ამსხვრევენ და სურთ სამყარო უკეთესობისკენ შეცვალონ. ეს არის ამბავი მეგობრობის, ერთგულების და მხარდაჭერის შესახებ, რომელიც მოზარდებს ბევრ საკითხზე დააფიქრებს, მშობლებს კი ბავშვობაში დააბრუნებს. პატარაობიდან სამყაროს შეცნობასთან ერთად ილექება ყველა ემოცია, რომელიც მომავალში იჩენს თავს. სწორედ ამიტომ უმთავრესია სიყვარულში იზრდებოდეს თაობა.
სპექტაკლი 6-10 წლის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი
სპექტაკლის ხანგრძლივობა 40 წთ.