გერდას და კაის მეგობრობის ამბავი
top of page

გერდას და კაის მეგობრობის ამბავი

დამდგმელი რეჟისორი და ინსცენირების ავტორი - დავით ჩხარტიშვილი
მხატვარი - ვახტანგ ქორიძე
მუსიკალური გამფორმებელი - ქეთევან ლუარსაბიშვილი
რეჟისორის ასისტენტი - მაია მოდებაძე

მონაწილეობენ:
ანა ხუბუტია, მაია თორდუა, მიხეილ ბერიძე, ცირა ტაბატაძე, ლიანა გელაშვილი,დავით ჩილინგარიშვილი, მარინე მამულაიძე

სპექტაკლის შესახებ:

რეცენზია

ჰანს კრისტიან ანდერსენის „თოვლის დედოფალი“ - ს მიხედვით რეჟისორმა დავით ჩხარტიშვილმა დადგა სპექტაკლი „გერდას და კაის მეგობრობის ამბავი“
მთხრობელი, გერდა, კაი, ყინულის დედოფალი, უფლისწული და ყაჩაღები, მოქმედი გმირები, რომლებსაც საოცრებათა სამყაროში გადავყავართ, მაყურებელს მოდუნების საშუალებას არ აძლევს... ამბავი, რომელიც მეგობრობასა და სიყვარულზე, ბოროტებასა და მასზე გამარჯვებულ სიკეთეზეა დამყარებული...ამბავი, რომელიც გაბრუნებს ბავშვობის უბედნიერეს სამყაროში და თვითონ ხდები მონაწილე საოცარი მეგობრობისა...
მეგობრისათვის თავგანწირვა საუკეთესო საქციელია, რაც კი ადამიანს შეუძლია გააკეთოს...
ყვავილებით მოჩითულ არემარეს გერდას და კაის სიცილი ასაზრდოებს, კაის დახატული ყვავილი მათი მეგობრობის სიმბოლო ხდება...
მთხრობელი გვიყვება ბოროტ ყინულის დედოფალზე, რომელმაც ყინულად აქცია ყველაფერი, კაის გულიც გაყინა და ყინულის სასახლეში წაიყვანა. მისი ყველას ეშინია... მხოლოდ გერდა არ ნებდება, თვალცრემლიანს გულით დააქვს კაის ნახატი... თავს არ ზოგავს გერდა და მრავალ სიძნელეს უმკლავდება... გულქვა ყინულის დედოფალს მხოლოდ მეგობრობისთვის თავგანწირვა აშინებს... და აკი მარცხდება კიდეც...დიახ, ყინულის დედოფალი დაამარცხა გერდამ... ის ნახატი კი დღემდე არსებობ, როგორც სიმბოლო მეგობრისთვის თავგანწირვისა და დიდი სიყვარულისა.
სპექტაკლის ხანგრძლივობა 35 წთ.
სპექტაკლი გათვლილია 4+ ასაკის მაყურებელზე

bottom of page