borjomis saxelmwifo Tojinebis TEatri
ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი, ამჟამად სსიპ. ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი, დაარსდა 1987 წლის 23 დეკემბერს კულტურის სამინისტროს მიერ. თეატრის პირველი დირექტორი და რეჟისორი გახდა ზურაბ ქალიაშვილი, რომლის სახელსაც უკავშირდება ბორჯომში თოჯინების თეატრის დაარსება. „ცია ოცნება და ცირკი“ - ეს იყო თეატრში დადგმული პირველი სპექტაკლი, რომელიც მაყურებელმა ძალიან კარგად მიიღო.
მას შემდეგ, თეატრში, არაერთი სპექტაკლი დაიდგა, როგორებიცაა: „ცისფერი მარგალიტი“, „ოქროს წიწილა“, „ბატის ჭუკი“, „ბუტია“, „სიურპრიზი“, „ალხანა და ჩალხანა“, „მეფე, ვეზირი და პეპელა“, „ღორმუცელა ჟირაფი“, „ბუ და პატარა ობობა“, „კარუსელი“, „ბუტია“, „პირიმზე“, „წითელქუდას უჩვეულო თავგადასავალი“, „ბერიკაობა“, „პატარა ფერია“, „შაითან ხიხო“ და სხვა.
2013 წლის 19 სექტემბრიდან თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია - რეჟისორი გოჩა ხვიჩია, ხოლო 2014 წლის 13 აგვისტოდან - შალვა გოგოლაძე. თეატრის დირექტორი - ქეთევან სირაძე.
ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი არაერთხელ გამხდარა ფესტივალის ლაურეატი და კონკურსის გამარჯვებული.
თეატრში, სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა რეჟისორების მიერ იდგმება სპექტაკლები. ასე მაგალითად, ბორჯომის თოჯინების თეატრში აქვთ სპექტაკლები დადგმული: გოჩა ხვიჩიას, რომელმაც განახორციელა კოპროდუქცია სპექტაკლისა - „მაშა და დათვი (მონაწილე მხარეები: თბილისის „მულტი-პულტის“ თეატრი და სსიპ. ბორჯომის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი). ჩვენება შედგა ქ. ბაქოში.
შალვა გოგოლაძეს (სპექტაკლები: „სამი გოჭი“, „პრინცესა ლილუ“, „ოზის ჯადოქარი“, „მეწისქვილე კორნილის საიდუმლოება“, „როგორ გაჩნდა ხელოვნური ნაძვის ხე“, „თაგვების სუმო“, „საშობაო ზღაპარი“ , „ზერბინო უკარება“, „წეროს ფრთები“, „ნაღვლიანი კლოუნი“, „პეპელა“ ).
ლევან გაბრიჭიძე (სპექტაკლები - „ასფურცელა“, „წითელქუდა“, „იდუმალი ჰიპოპოტამი“, „ნაბო“ და ა.შ.
ზურაბ ქიქოძე (სპექტაკლები - „ლიზიკოს ზღაპარი“, „დანდალას რეცეპტი“);
ელენე მაცხონაშვილი (სპექტაკლები - „ნახერხის რაინდები“, „მზის სხივი“)
ლაშა გოგნიაშვილი (სპექტაკლი - „რაპუნცელი“)
ლექსო ჩემია (სპექტაკლი - „შეშლილის წერილები“)
იოსებ ბაკურაძე, რომლის სპექტაკლი „ბატონი ზომერი“ თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის და თანამედროვე ქართული თეატრის კვლევითი ცენტრის მიერ, 2016 წელს, აღიარებულ იქნა საუკეთესო სპექტაკლად.
ქეთევან-ხათუნა ბედელაძე (სპექტაკლი - „ბაყაყუნა-ბალერუნა“)
თეატრი, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში, ცდილობს და ახორციელებს გასვლით ჩვენებებს ბორჯომის რაიონის დაბებსა და სოფლებში.
თეატრი ასევ იყო მონაწილე მხარე და გამარჯვებული ფესტივალისა „მზიანი საქართველო“, ნომინაციაში „საუკეთესო სპექტაკლი“ (სპექტაკლი - „ლიზიკოს ზღაპარი“ 2019წ.) და 2022 წელს ამავე ფესტიავლის გამარჯვებული ნომინაციაში „საუკეთესო სპექტაკლი“ – „ნახერხი რაინდები“, რეჟისორი ელენე მაცხონაშვილი.
ამჟამად, თეატრის რეპერტუარშია შემდეგი სპექტაკლები: „ლიზიკოს ზღაპარი“ , „პეპელა“, „ბატონი ზომერი“, „ნახერხის რაინდები“, „საშობაო ზღაპარი“ და სხვა.
2016 წელს მივიღეთ მონაწილეობა, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე - „საჩუქარი“, სპექტაკლით - „ბატონი ზომერი“. რეჟისორი იოსებ ბაკურაძე
2017 წელს თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაცია, თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრმა გადმოგვცა სიგელი - „საუკეთესო თოჯინური სპექტაკლი 2016“, სპექტაკლისთვის - „ბატონი ზომერი“, რეჟისორი იოსებ ბაკურაძე.