დასი | გურჯაანის თოჯინების თეატრი
top of page

დასი

ცირა ხანიაშვილი

ცირა ხანიაშვილი

მსახიობი

დაიბადა 1959 წლის 21 ოქტომბერს, გურჯაანში. გურჯაანის
თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრში დაიწყო მუშაობა 1992 წლიდან,
მსახიობი.

თიკო ჯანაშვილი

თიკო ჯანაშვილი

მსახიობი

დაიბადა 1998 წლის 1 მარტს, გურჯაანში. დაამთავრა „სამედიცინო
კოლეჯი“. გურჯაანის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრში დაიწყო მუშაობა
2021 წლის 1 დეკემბერს. მსახიობი.

დავით დუგლაძე

დავით დუგლაძე

მსახიობი

დაიბადა 1975 წლის 1 თებერვალს, გურჯაანში. დაამთავრა თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროფესია გეოლოგი; თბილისის სასულიერო აკადემია და
სემინარია- პროფესია თეოლოგი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესია
ისტორიკოსი (მაგისტრი); თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია-თეოლოგის
დოქტორანტი.

ნოდარ გაფრინდაშვილი

ნოდარ გაფრინდაშვილი

მსახიობი

დაიბადა 1988 წლის 8 სექტემბერს, გურჯაანში. დაამთავრა
სერგო ზაქარიაძის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო კოლეჯი.
პროფესია ქორეოგრაფი. 2012 წლიდან დღემდე მუშაობს გურჯაანის თოჯინების
პროფესიულ სახელმწიფო თეატრში.

თამარ გორხელაშვილი

თამარ გორხელაშვილი

მსახიობი

დაიბადა 1970 წლის 19 მაისს, გურჯაანში. 1991 წელს დაამთავრა
საესტრადო თეატრალური ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელი. 1993 წლიდან დღემდე
მუშაობს გურჯაანის თოჯინების პროფესულ სახელმწიფო თეატრში, მსახიობი.

თამარ გოგიაშვილი

თამარ გოგიაშვილი

მსახიობი

დაიბადა 1972 წლის 11 ივლისს, გურჯაანში. დაამთავრა თბილისის
სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. პროფესია-ეკონომისტ მენეჯერი. საქართველოს
ფინანსთა სამინისტროს ბ.შ.შ ფინანსისტი. იაკობ გოგებაშვილის სახელობის
უნივერსიტეტი, ხელოვნებათმცოდნე. გურჯაანის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო
თეატრში მუშაობს 1991 წლის 2 სექტემბრიდან. 1991-2001წწ. გურჯაანის თოჯინების
სახელმწიფო თეატრის დირექტორის მოადგილე, 2001-2004წწ. დასის გამგე. 2004 წლიდან
მსახიობი.

გიორგი სოლომნიშვილი

გიორგი სოლომნიშვილი

მსახიობი

დაიბადა 1982 წლის 22 სექტემბერს, გურჯაანში.
დაამთავრა ზაზა ფანასკერტელის სახელობის სამედიცინო „კოლეჯი“.

bottom of page