top of page
  • Facebook
  • Youtube
  • Instagram
  • TikTok

ჰარი პოტერი და მაგიური სკოლა

რეჟისორი: ნინო მაღლაკელიძე

22.11.25, 08:00

ბილეთები

მსოფლიოში ცნობილი და პოპულარული ნაწარმოებების ახალი თეატრალური ინტერპრეტაცია ორიგინალური მხატვრული ფორმით გამოირჩევა. შემოქმედებითმა გუნდმა შეძლო ერთ სპექტაკლში ჩაეტია როულინგის მრავლისმომცველი ტექსტები ისე, რომ არ დაკარგულიყო ნაწარმოებების მნიშვნელოვანი ფრაგმენტები. ამ შემთხვევაშიც მოქმედება ვითარდება ობოლი ბიჭის ირგვლივ, რომელიც სასწავლებლად ჰოგვარტსის ჯადოქრობის სკოლაში მიდის. ჰარის საოცარი თავგადასავალი მაგიურ სამყაროში სავსეა სახიფათო მომენტებით. საბოლოოდ ის, მეგობრებისა და თავისი იდუმალი და კეთილი პროფესორების დახმარებით, იმარჯვებს ბოროტ ძალაზე.

მიუხედავად რეჟისორის მიერ ორიგინალი ტექსტის ახლებური გააზრებისა, სპექტაკლის იდეა სრულად ერწყმის ავტორის სათქმელს, რაც ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების მარადიულ თემას გულისხმობს. მაყურებელს თოჯინების თეატრში მუსიკალურად და სანახაობრივად მრავალფეროვანი წარმოდგენა ელის. +9 წ


კონტაქტი

      თბილისი: დ. აღმაშენებლის 136. 
📞 ტელ: +995 555 46 53 83

✉️ Email: puppetstbilisi@gmail.com

სამუშაო საათები

ორშაბათი - პარასკევი: 09:30 - 18:30

შაბათი - კვირა: 09:30 - 14:00

  • Facebook
  • Youtube
  • Instagram
  • TikTok

სსიპ - საქართველოს თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანების პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით ნებისმიერ საკითხზე შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს: შპს “მონაცემთა დაცვის ოფიცერი”                                         საკონტაქტო ნომერი: 555 50 51 58                                                 ელ.ფოსტა: info@dpo.ge

bottom of page