top of page

29 მაი. 2023
2,3 და 4 ივნისს გელოდებით თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრში
1,2 ივნისს, ფესტივალის ფარგლებში, თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრში იგეგმება ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის გასტროლი ნინო მაღლაკელიძის სპექტაკლით“მახინჯი იხვის ჭუჭული”.
არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, ნახოთ სპექტაკლი, რომელმაც აატირა ყაზახი მაყურებელი.
ქუთაისის დასი ყაზახეთის თოჯინების თეატრების მე-6 საერთაშორისო ფესტივალიდან გრან-პრით დაბრუნდა.
“მახინჯი იხვის ჭუჭული” საერთაშორისო ჟიურის მიერ საუკეთესო სპექტაკლად დასახელდა.
2,3 ივნისს 18:00 საათზე წარმოგიდგენთ სპექტაკლს “ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი”
(ხორვატია), ხოლო 3,4 ივნისს, 13.00 საათზე სპექტაკლს “ბიგ ბენგ” (ირანი).
bottom of page